აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს შეცვალოს კანონი, რომლის თანახმად, მიგრანტების აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებულ შვილებს აშშ-ის მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებათ. ამის თაობაზე ტრამპმა განაცხადა გამოცემა“Axios-“თვის მიცემულ ინტერვიუში. ტრამპი თვლის, რომ ასეთი ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში მას ერთპიროვნული დეკრეტის გზით შეუძლია. ტრამპის პოზიცია ეწინააღმდეგება აზრს, რომ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლით. ახლა მოქმედი კანონმდებლობით, აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი, დიპლომატების შვილების გამოკლებით, ავტომატურად აშშ-ის მოქალაქეები არიან. ამ კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ ხდება ამ წესის ბოროტად გამოყენება, როცა უცხოელები საგანგებოდ ჩადიან აშშ-ში და იქ აჩენენ ბავშვებს ამერიკის მოქალაქეობის მოსაპოვებლად. ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ეს ვითარება მიუღებელია, და რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მოქალაქეობის მიღების ასეთი წესი აქვს. ორშაბათს გახდა ცნობილი, რომ პენტაგონმა გადაწყვეტილება მიიღო, ხუთი ათასამდე სამხედრო გაეგზავნა მექსიკის საზღვარზე, საითაც ცენტრალური ამერიკიდან მიემართება ათასობით მიგრანტი. მოელიან, რომ მათი ნაწილი აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს.