გრიგოლ ვაშაძე-„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი- 40%
სალომე ზურაბიშვილი-„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი-40%
დავით ბაქრაძე-„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი-10%
ასე გამოიყურება საერთაშორისო კომპანია Edison Research -ის მიერ შესრულებული ეგზიტპოლის მიერ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილი პირველი სამეული“. Edison Research-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია რუსთავი2-ის დაკვეთით ჩაატარა. პირველადი შედეგები 16 საათის მონაცემებს ასახავს.
შემდეგი სამეული კი ასე დაჯგუფდა:
შალვა ნათელაშვილი-"ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი-3%
დავით უსუფაშვილი-"შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი-2 %
ზურაბ ჯაფარიძე-"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი-2%.