ჯონ ბოლტონი თბილისშია

ჯონ ბოლტონი

საქართველოში იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი. ის შეხვდება საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, დავით ზალკალიანს და გიორგი გახარიას და პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს. 11 საათზე დანიშნულია ჯონ ბოლტონის პრესკონფერენცია. თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი იმყოფებოდა ერევანში, ბაქოსა და მოსკოვში.