9 წლის მოზარდი გორის სასამართლოს შენობასთან გარდაცვლილი იპოვეს

გორში შუადღით გაუჩინარებულ 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მოზარდის ბიძამ დაუდასტურა. ცხედარი სამართალდამცავებმა გორის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაუჩინარებული გოგონას მშობლები ვერანაირ ვერსიას ვერ ასახელებენ.

შუადღიდან მოყოლებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აღნიშნული გორის სამმართველოს თანამშრომლები გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი უკვე ცხედარი ნახეს გორის მეხუთე სკოლიდან, სადაც მოზარდი მიდიოდა, სასამართლოს ტერიტორიამდე დაახლოებით 2 კილომეტრია.