უკრაინულმა საიტმა, zdes.com.ua-მ გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას ესაუბრება. საიტის თანახმად, მას ჩანაწერი „საიმედო წყარომ“ მიაწოდა . საიტი წერს, რომ მოსაუბრეები არიან „სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია, რომელიც ამავე დროს „კა-გე-ბეს“ გადამდგარი გენერალია“. საუბრის ჩანაწერის გავრცელებული ფრაგმენტის დასაწყისში, სავარაუდოდ, სააკაშვილი, მოიკითხავს გვარამიას, დაწყნარდა თუ არა ის. თანამოსაუბრე მიუგებს, რომ გვარამია კარგად არის, და რომ „უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს“. სავარაუდოდ, ალასანია საუბრისას ნათქვამზე, რომ „ჩვენი ერთადერთი ნიშა არის რადიკალიზაცია“, თანამოსაუბრე უპასუხებს, „მოვახდინოთ რადიკალიზაცია“ და შემდგომ ამბობს, რომ საჭიროა თბილისის, მისი სიტყვებით „მიდელ კლასში“ პროპაგანდის სეგმენტი და „უნდა ვისწავლოდ ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება“. სავარაუდოდ, ალასანიას თქმით, „ ეს ავადმყოფი ერია, სანამ თავზე არ დ... და დედას არ მ... ვერ იგებენ ვერაფერს“ და პირდაპირ დედას აგინებს „ქართველებს“. სააკაშვილის შეფასებით, „აჭრილი აქვთ ყველაფერი, „რამსები, ეს არჩევნები კიდევ უფრო დააბნევთ, იმიტომ რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანია აქვთ... საუბრისას სავარაუდოდ, ალასანია აცხადებს, რომ "ცდამ დამღალა.. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“, რაზეც თანამოსაუბრე უპასუხებს: „ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას“.