მოსკოვში დააკავა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია „ანტიკორუფციული ფონდის“ ადვოკატი, ივან ჟდანოვი. ჟდანოვმა 25 ოქტომბერს ტვიტერში დაწერა, რომ პოლიციელებმა დააკავეს მეტროს შესასვლელთან. მოგვიანებით ტვიტერშივე დაწერა ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა, რომ ჟდანოვი გადაყვანილია პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, რომელიც სამხრეთ მოსკოვში მდებარეობს. ჟდანოვი მაისშიც იქნა დაკავებული, რის შემდეგაც ის დააჯარიმეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობის ბრალდებით.