ამის შესახებ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, რომელიც სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის - „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და „TVპირველის“ ჟურნალისტებს ხვდება. ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან „ომეგა-ჯგუფის“ ხელმძღვანელ ზაზა ოქუაშვილზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ ივანიშვილს მწვავე შეკითხვები დაუსვეს ტელეკომპანია „პირველისა“და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა. „ზოგადად რაც შეეხება ფარცხალაძეს, მოკლე კონტექსტში გიპასუხებთ, რომ მასზე გამოძიება გრძელდება. ჩამოსულები არიან, როგორც მე ვიცი, დაქირავებული პროკურორებიც, რომ უფრო საფუძვლიანი და ობიექტური იყოს პასუხები იმ კითხვებზე, რაც თქვენ დასვით და დაისვა ტელევიზიით“.