ბოლტონმა პუტინთან შეხვედრამდე ყვავილები მიიტანა ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე

მოსკოვში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯონ ბოლტონმა ყვავილები მიიტანა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე, დიდ მოსკვორეცკის ხიდზე. ამის შემდეგ ბოლტონი, რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონა ჰანტსმანის თანხლებით გაემართა ალექსანდროვკის ბაღში, სადაც ასევე შეამკო ყვავილებით უცნობი ჯარისკაცის ძეგლი და გმირ-ქალაქ ქერჩის მემორიალი. შემდეგ ბოლტონი გაემგზავრა კრემლში, სადაც მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. მათ განიხილეს სირიაში შექმნილი ვითარება და ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები.