პენტაგონმა დაადასტურა ავღანეთში ამერიკელი გენერლის დაჭრის ფაქტი

ავღანელი ჯარისკაცი ყანდაარის საგუშაგოზე ჩხრეკს მოქალაქეს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მომხდარი თავდასხმისას დაიჭრა გენერალი ჯეფრი სმაილი, რომელიც ავღანეთის სამხრეთში ხელმძღვანელობს ამერიკელი სამხედრო მრჩევლების მისიას. პენტაგონის ინფორმაციით, გენერალი სმაილი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ჰოსპიტალში მკურნალობს.

თავდასხმა 18 ოქტომბერს მოხდა. ყანდაარის პროვინციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა მიმდინარეობდა, ცეცხლი გახსნა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა მოკლეს. თავდასხმისას დაიღუპნენ ადგილობრივი პოლიციის და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა დაჯგუფებამ, „თალიბანმა.“