პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება დავით ცუხიშვილი

რუსთავი2-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარ პროკურატურაში დავით ცუხიშვილი იკითხება. დავით ცუხიშვილი, ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად იმყოფებოდა.

პროკურატურის თანახმად, 15 ოქტომბერს ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ უკვე გამოიკითხნენ დეპუტატი ვიქტორ დოლიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150- მუხლის პირველი ნაწილით, 1571- მუხლის პირველი ნაწილით, 158- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით