კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას

კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა დაიწყო უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი. გაუქმდა კიევის მიტროპოლიის რუსეთის ეკლესიისათვის მიკუთვნება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1686 წელს. ამის შესახებ წერია გადაწვეტილებაში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა.

ამ გადაწვეტილებით მსოფლიო საპატრიარქო ასევე აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პატრიარქ ფილარეტის და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის კანონიკურობას.

ფილარეტმა განაცხადა, რომ გადაწვეტილება ხელს შეუწყობს უკარაინაში ერთიანი ეკლესიის შექმნას.

კონსტანტინოპოლის გადაწვეტილებას ასევე მიესალმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

ადრე კონსტანტინოპოლის ექსარქოსმა კიევში განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის მსვლელობა ავტოკეფალიისაკენ შეუქცევადია. თავის მხრივ, რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეუწყვიტა მღვდელმსახურება კონსტანტინოპოლის იერარქებს.

კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებით, კიევი გამოცხადდა მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგიად.

მსოფლიო საპატრიარქო მოუწოდებს პროცესში მონაწილე ყველა მხარეს თავი აარიდონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა ქონების დასაკუთრებას, აგრეთვე სხვა ძალადობრივ ქმედებებს იმისათვის, რომ "ზეობდეს მშვიდობა და ქრისტეს სიყვარული".