ეკა გიგაური ხელისუფლების მხრიდან შეტევაზე
Your browser doesn’t support HTML5
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიმართ სოციალურ ქსელებში ანონიმ ავტორთა შეურაცხმყოფელი პოსტები მომრავლდა სწორედ მას შემდეგ, რაც თავად ხელისუფლება დაესხა თავს არასამთავრობო სექტორს. ეკა გიგაური თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კამპანია.