ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობაზე ჩემპიონი გახდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის - China Open-ის ფინალში მსოფლიოს რეიტინგის მეოთხე ნომერი - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

გადამწყვეტ მატჩში ფავორიტი, რა თქმა უნდა, არგენტინელი იყო, მაგრამ ბასილაშვილმა მეტოქეს ორ სეტში აჯობა - 6:4 6:4.

დელ პოტროსთან დაპირისპირებამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ამერიკელი ჯეკ სოკი, ესპანელი ფერნანდო ვერდასკოო, ტუნისელი მალეკ ჯაზირი და ბრიტანელი კაილ ედმუნდი.

China Open-ის ქართველმა ჩემპიონმა პეკინში 500 სარეიტინგო ქულა და 733 320 დოლარი გამოიმუშავა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.