მამუკა ბახტაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამხრეთამერიკულ სერიალებს შეადარა "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც "ომეგა ჯგუფს" უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია, თუკი მას რეალური პრობლემები ჰქონდა, სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო.