ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების ოსტატი უწოდა

ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღიმილისმომგვრელი უწოდა ბრალდებებს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ბიზნესსა და მედიაზე. პარტიის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა ისაუბრა „რუსთავი 2“-თან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ოქუაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, რომელშიც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოთხოვა 4 მილიონის გადახდა.

Your browser doesn’t support HTML5

ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების ოსტატი უწოდა

ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, პრემიერამდე, ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც, გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უთხრა, რომ ეს შეკითხვა დასვან, როცა კითხავენ "რუსთავი 2"-თან ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს შესახებ.