სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

სლოვაკეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა სამ პირს ჟურნალისტ იან კუჩიაკის და მისი მეგობარი ქალის წინასწარ განზრახულ მკვლელობაში ეჭვის საფუძველზე. თებერვალში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილების თაობაზე განცხადება გააკეთა პროკურატურის წარმომადგენელმა 28 სექტემბერს. სამი პირი ერთ-ერთ ბინაში დააკავეს 27 სექტემბერს. იმავე ოპერაციის დროს დაკავებული ხუთი პირი, ამავე ცნობით, გაუშვეს. იან კუჩიაკი და მარტინა კუშნიროვა მოკლულები ნახეს მათ ბინაში, დედაქალაქ ბრატისლავის მახლობლად. ორივე 27 წლისა იყვნენ. ხელისუფლების თანახმად, შესაძლებელია, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც კუჩიაკის საქმიანობას უკავშირდება. მკვლელობის პერიოდში ჟურნალისტები იძიებდნენ პოლიტიკური კორუფციის საქმეს. მას მოჰყვა 1989 წლის შემდეგ უდიდესი გამოსვლები და პოლიტიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია რობერტ ფიკოს მთავრობის დაშლა მარტის თვეში.