ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შსს-გან განმარტებას მოითხოვენ

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამებმა, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შსს-გან მოითხოვეს წერილობითი პასუხი, რის საფუძველზე უკრძალავენ პარლამენტთან კარვების დადგმას

„იქ ჰქონდა რაღაც ინციდენტებს ადგილი, რომელიც დასაბუთებული აქვს თურმე შსს-ს და მოვითხოვ, რომ ეს დასაბუთებული წერილი გამოგვიგზავნონ ჩვენც. რა ინციდენტებზეა საუბარი არ ვარ საქმის ყურში“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მან და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ასევე, მოითხოვეს გაათავისუფლონ საპროტესტო აქციაზე 26 სექტემბერს, ღამით დაკავებული ორი პირი.

26 სექტემბერს, სამართალდამცავებმა ზაზა სარალიძეს არ მისცეს პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ ორი პირი დააკავა. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ აქციას მათი შვილების მკვლელების დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნებით.