შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე ორი პირი დააკავეს

შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ ორი მოქალაქე, აქციის მონაწილე ნუკრი კუჭაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, გიორგი ფანჯავიძე დააკავა. მათი დაკავების ზუსტი მიზეზების დასახელება უჭირთ თვითმხილველებსაც. ისინი პოლიციის მანქანებს დაკავებულთა გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათი ტერიტორიიდან გაყვანა მაინც შეძლეს. შინაგან საქმეთა სამისტრო აქციის მონაწილეთა დაკავების მიზეზებს ჯერ-ჯერობით არ განმარტავს.