ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მიეცა. სამართალდამცავებმა, ზაზა სარალიძის განცხადებით, მანქანიდან გაიტაცეს კარავი, ბალიშები და პლედები. ზაზა სარალიძე ამის შემდეგ შეუძლოდ გახდა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მან მათ დახმარებაზე უარი განაცხადა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს და საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება.