ბერლინის იმ საავადმყოფოს ექიმმა, სადაც რუსი აქტივისტი, პიოტრ ვერზილოვი მოათავსეს საეჭვო მოწამვლის შემდეგ, აცხადებს, რომ ვერზილოვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბერლინის შარიტეს საავადმყოფოს ექიმმა, კაი-უვე ეკარტმა გამოაცხადა პრესკონფერენეციაზე, რომ ავადმყოფი ჯერ კიდევ საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას. მის თანახმად, სიმპტომები, რომელიც ვერზილოვს აქვს, ადასტურებს, რომ ის "დიდი ალბათობით, მოწამლეს“.