საქართველოს მთავრობის განზრახვას, დააკანონოს სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა და ექსპორტი, მუსლიმთა სამმართველოც აკრიტიკებს. შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამ ინიციატივის დაკანონება საქართველოს იმიჯს შელახავს. “ნარკოტიკი ისლამში აკრძალულია, საუბარია ნებისმიერი სახის ნარკოტიკულ საშუალებაზე. მისი ნებისმიერი სახით კულტივაცია და ექსპორტზე გატანა ჩვენთვის მიუღებელია. რაც აკრძალულია, დადებითად ვერ შევაფასებთ. საერთო ჯამშიც ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს მსოფლიოში შეულახავს იმიჯს” - განაცხადა ჰაჯი რამინ იდიგოვმა. მისივე თქმით, ქვეყანა და საზოგადოება განვითარების და ჩამოყალიბების პროცესშია და არ არის მზად ასეთი ინიციატივის მისაღებად. სამედიცინო მიზნით კანაფის წარმოება-ექსპორტს ეწინააღმდეგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსიაც.