სულხან სალაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე

Your browser doesn’t support HTML5

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, რომელიც იმთავითვე ემხრობოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ კომისიამ საბოლოოდ ვერ მოახერხა ერთიანი, შეჯერებული დასკვნის წარმოდგენა. თუმცა მისი თქმით, კომისიის მუშაობის პროცესში გამოვლინდა საგამოძიებო სტრუქტურებში არსებული ძალიან ბევრი პრობლემა.