ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
Your browser doesn’t support HTML5
4 სექტემბერს კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ კომისიის დასკვნით რეკომენდაციებში სს კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების მითითებას, ამა თუ იმ პირის ქმედებასთან მიმართებით. ისინი თვლიან, რომ ეს აღემატება საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა "ევროპული საქართველო" დარწმუნებულია, რომ იმ კონკრეტული დანაშაულების იდენტიფიცირებისთვის, რომელთა ნიშნებიც აშკარად ვლინდება, ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელია კონკრეტული მუხლების მითითება.