რუსთავში დაავადებული ხეების შეწამვლა დაიწყეს

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს სოკოვანი დაავადება აღენიშნება. მათი გადარჩენის მიზნით, რუსთავის „სერვის ცენტრმა“, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონალურ სამსახურთან ერთად, 4 სექტემბერს, გამთენიისას, დაავადებული ხეების შეწამვლა დაიწყო.