ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე

Your browser doesn’t support HTML5

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგორესურსები გერმანიისთვის ამ ეტაპზე აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ის ემხრობა მშენებარე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას. მისი თქმით, ეს ეკონომიკური პროექტია და გერმანია არ აპირებს პუტინის ნება-სურვილზე სიარულს.