ანგელა მერკელმა ტერმინი „ოკუპაცია“ გამოიყენა

Your browser doesn’t support HTML5

24 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოიყენა ტერმინი „ოკუპაცია“. მანამდე, თბილისში გაკეთებულ განცხადებებში, მან საქართველოს ოკუპაცია რამდენჯერმე „უსამართლობად“ მოიხსენია და არ უხსენებია ტერმინი „ოკუპაცია“. თსუ-ის დოქტორანტის, კონსტანტინე შუბითიძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, გერმანიის კანცლერმა თქვა: „კი, კი, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია... ცხადია... არ მეშინია, ვთქვა, რომ ეს არის (საქართველოს) 20 პროცენტის ოკუპაცია... მაგრამ, ამავე დროს, ეს დიდი უსამართლობაც არის.“