კახა გოგოლაშვილი გერმანიის დაპირებებისა და დახმარების შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
"გერმანია ამჟამად აკეთებს იმას და გვპირდება იმას, რისი გაკეთებაც მას ამ ეტაპზე შეუძლია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, გერმანია ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს განვითარებისთვის და ძალიან დასაფასებელია ამ ქვეყნის ძლიერი დახმარება; მაგრამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭრილში პროცესების დაჩქარებისგან ის ამ ეტაპზე თავს იკავებს და მათ შორის - რუსეთთან მჭიდრო ენერგეტიკული კავშირების გამო.