ანგელა მერკელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე
Your browser doesn’t support HTML5
23 აგვისტოს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანად გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ამჟამად არსებობს - ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო ლიბერალიზაციის სახით. მერკელის თქმით, ის იცნობს საქართველოს სამომავლო სურვილებს, მაგრამ ახლა უკვე არსებული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების ეტაპია.