23-26 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალი „ Anaklia Echowaves” გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, ოთხდღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ, გამაჯანსაღებელ, სახელოვნებო, კულტურულ და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებს. ფესტივალი ფესტივალ „EXIT”ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება.
„Anaklia Echowaves” 23 აგვისტოს 19 საათზე გაიხსნება. მთავარ სცენაზე ფესტივალის პირველი შემსრულებელი Juan Arkins იქნება. 24 აგვისტოს მსმენელის წინაშე Function წარსდგება.