გურამ კაშია ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის უეფამ დააჯილდოვა

ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია უეფამ თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს ნაკრების მცველმა და “ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ 2017 წელს ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ლგბტ თემის დროშის სამკლავურით გამოვიდა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის ამ საქციელს ქართველ გულშემატკივართა არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, მომდევნო თვეებში მიცემულ ინტერვიუებში ფეხბურთელმა არაერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა დაჩაგრული თემის მიმართ.