ნინო ჯომარჯიძე სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეებზე
Your browser doesn’t support HTML5
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნინო ჯომარჯიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამო დაზარალებულ პირთა ინდივიდუალური საჩივრები აუცილებლად განიხილება და ეს მასშემდეგ მოხდება, რაც სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე სახელმწიფოთშორის დავასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, სახელმწიფოთშორის საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდწილად განსაზღვრავს ინდივიდუალური საჩივრების განხილვის შედეგებს.