სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო
Your browser doesn’t support HTML5
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მან თავისი გეგმები გააცნო. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებს შორისაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ემიგრანტები და რეგიონების განვითარება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის, პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი იქნება.