დასრულდა "ღირსეული პარტნიორი 2018"
Your browser doesn’t support HTML5
ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018.“ 1 აგვისტოს დაწყებულ, რიგით მეოთხე სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებული ძალების 3 ათასზე მეტი სამხედრო. სწავლების მთავარი გზავნილი იყო: „ძალა პარტნიორობაშია.“