საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი სავარაუდოდ, 23-24 აგვისტოს შედგება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუსტ თარიღს გერმანიის საელჩო. დაასახელებს. ანგელა მერკელი თბილისს ეწვევა სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავთ ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. ანგელა მერკელი საქართველოს სტუმრობდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში. საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის წინ, გერმანიის ფედერალური კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ანგელა მერკელის და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება 18 აგვისტოს გაიმართება ბერლინის მახლობლად მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში, მეზებერგის სასახლეში.