თურქეთის პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განცხადა, რომ თურქეთი გაზრდის წარმოებას და ექსპორტს მიუხედავად აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებისა. ტრაბზონში 12 აგვისტოს საკუთარი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ერდოანმა თქვა, რომ აშშ-მა თურქეთის ხელისუფლებას წაუყენა მოთხოვნა, 8 აგვისტოს საღამოს 6 საათამდე გაეთავისუფლებინა ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც ანკარა ჯაშუშობასა და ტერორიზმში დებს ბრალს. „თუ მას არ გაათავისუფლებთ, გვითხრეს, რომ სანქციებს დაგვიწესებდნენ“, - განაცხადა ერდოანმა და დასძინა, რომ „თურქეთი არ აპირებს დანებებას“. 10 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ მან ვიზირება გაუკეთა ტარიფების გაორმაგებას თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე. თურქეთი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.