ათი წელი შინდისის ბრძოლიდან

Your browser doesn’t support HTML5

11 აგვისტოს ზუსტად ათი წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს სოფელში დაღუპული 17 მებრძოლის ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც ჩავიდნენ. მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, რომელზეც ასახულია 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია.