მურად აბლოთია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ კერძო საკუთრებაზე
Your browser doesn’t support HTML5
2006 წელს დაწყებული საპრეზიდენტო პროგრამის „ჩემი სახლი“ ფარგლებში 67 ათასი ქონებრივი დეკლარაცია შეივსო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები დევნილთა სამინისტროში, უამრავ საქაღალდეში ინახებოდა. ახალი პროექტის მიხედვით კი, ყველაფერი ციფრულ სახეს მიიღებს და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე, უკვე არსებულს კიდევ 10 ათასი დეკლარაცია შეემატება - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სურათის ასახვის მიზნით. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიას განმარტებით, როგორც ძველი, ასევე ახალი დეკლარაციები ერთიან ციფრულ ბაზაში აიტვირთება და საკუთრების ასახვა სრულად მოხდება საქართველოს ელექტრონულ რუკაზეც. ეს პროცესი არადევნილ პირებსაც შეეხებათ.