ნინია ყოჩიშვილი ახალგორის სახლზე

Your browser doesn’t support HTML5

ახალგორში, ერისთავების ქუჩაზე, ნინია ყოჩიშვილის სახლი გამოკეტილია. 13 წლის იყო, იქიდან რომ წამოვიდნენ იძულებით. აგვისტოს ომის შემდეგ, იქ მარტო მამა ახერხებდა შესვლას, მაგრამ ოკუპირებული ახალგორი იმდენად შეცვლილია, რომ მამასაც გული აუცრუვდა. „მამას შესთავაზეს, მოგვყიდეო“ - თვალებზე ცრემლი ადგება ნინიას. და რა მოხდებოდა, მამას გაყიდვაზე თანხმობა რომ ეთქვა? ნინია ძალიან, ძალიან გაბრაზდებოდა და შეიძლება, მამაც შესძულებოდა.