რეჟისორი ანუნა ბუკია სოხუმის სახლზე
Your browser doesn’t support HTML5
ბავშვობის სახლი, სოხუმში, 4 წლის ასაკში დატოვა. 23 წლის შემდეგ კი, ძალიან მოუნდა მისი ნახვა; ჩავიდა და ნახა თავისი „პირადი სიმშვიდისთვის“ და ეს ეპიზოდები მის ფილმშიც მოხვდა. ანუნა ბუკია რეჟისორია ფილმისა „მე გადავცურე ენგური“ და ამ ფილმზე მუშაობის პროცესში ის მეორედაც ჩავიდა ბავშვობის ქალაქში. დაბრუნდებოდა იქ საცხოვრებლადაც, მაგრამ არა ვიღაცის შეზღუდვის ხარჯზე: „ძალიან კონკრეტული ფიქრი მაქვს... როდის ვინ ცხოვრობდა და რამდენთან უნდა მოაგვარო საქმე, რომ იმათ არ ეტკინოთ ან არ ეწყინოთ იმ სახლიდან წასვლა.“