საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე კვლავ ფიქრობს თუ არა, რომ 2008 წლის აგვისტო ომი საქართველომ დაუწყო გრძლად უპასუხა.
„თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, რა მოხდა 2008 წელს, მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვამ - როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, როცა საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არა გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობების ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ სიურპრიზით იმოქმედო, როცა იცი, რომ საზღვარზე ივლისიდან მიდის წვრთნები “კავკაზი“ და იქ ასეული ჯავშანტექნიკა, ათასობით რუსი ჯარისკაცი დგას და რაღაცას ელოდება, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?!” - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.