"10 წელი ომიდან"
რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან ოკუპაცია გააპროტესტეს.
10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის, აგვისტოს ომის შემდეგ.
აქციაზე მისულმ ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩაერთვებიან ჰიბრიდულ ომში და ეცდებიან შეეწინააღმდეგონ რუსული ბოტების ცრუ საინფორმაციო კამპანიას.
„საქართველოს არასოდეს დაავიწყდება ოკუპაცია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები ყოფილი საელჩოს შენობასთან მივიდნენ საქართველოს დროშებით და ოკუპაციის ამსახველი ფოტოებით.
იქვე მოაწყვეს ხელოვნური მავთულხლართები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის სიმბოლო.
”10 წელი ომიდან”. „ყურადღება, ეს არაა საზღვარი, ეს მავთულხლართია“, „არა ოკუპაციას“, „VOVA go home”, „დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას“, „გახსოვდეს შენი ისტორია - 07.08.08“ - ახალგაზრდებმა ამ შინაარსის პლაკატებით ხელში გაიმართეს საპროტესტო აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.
ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა რუსეთის ყოფილი საელჩოს წინ.
აქციაზე ქართული ბენდები უკრავდნენ და ასე უერთდებოდნენ ანტისაოკუპაციო პროტესტს.
რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაზე პუტინის ფოტო გამოსახეს.