აფხაზი სეპარატისტების დელეგაცია სირიას ეწვია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტუმრა სირიას. ამის შესახებ ფეისბუკში წერს აფხაზი სეპარატისტების საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დაურ კოვე. დელეგაციას ხელმძღვანელობს სეპარატისტების ლიდერის ადმინისტრაციის უფროსი, ბესლან ბარციცი. ფეისბუკში გამოქვეყნებული ინფორმაციით, აფხაზების დელეგაციას ლიბან-სირიის საზღვარზე დახვდნენ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრის თანამშრომლები. მხარეები აპირებენ რამდენიმე საკითხის განხილვას, მათ შორისაა სირიაში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი. სირიამ წელს, მაისის ბოლოს აღიარა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დემოუკიდებლობა.