"ღირსეული პარტნიორი 2018" - მეოთხედ
ვაზიანის აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018“ გაიხსნა.
მასში მინაწილეობს 3 000-ზე მეტი სამხედრო.
სწავლება 15 აგვისტომდე გასტანს.
წლევანდელი სწავლების მიზანია იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რაც საჭიროა სტაბილურობისთვის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
წვრთნის მიზანია ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.
მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნა “ღირსეული პარტნიორი 2018“.