„ინტერტრანსის“ ღია თათბირი
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ, მოქალაქეთა პეტიციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადამყვანი კომპანია „ინტერტრანსის“ მონიტორინგი დაიწყო. 30 ივლისს „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელები ღია ცის ქვეშ შეხვდნენ კომპანიის მძღოლებს და ადგილობრივი ჟურნალისტებიც მიიწვიეს. ღია თათბირს კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე უძღვებოდა. მან მძღოლებს მოუწოდა მაქსიმალური მოთმინება გამოეჩინათ პრეტენზიული მგზავრების მიმართ და დაეცვათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.