მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო ძალადობის ფაქტებზე

Your browser doesn’t support HTML5

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტების რიცხვი შემცირებულია, წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ახდენს ძალადობის თითოეული ის ფაქტი, რომელიც სათანადოდ არ არის გამოძიებული. ბენიძის თქმით, როდესაც ამა თუ იმ ფაქტის სათანადო გამოძიება არ ხდება და შეკითხვები უპასუხოდ რჩება, ჩნდება აღქმა, რომ შესაძლოა ძალადობრივ ფაქტებს ხელისუფლება სათავისოდ იყენებს.