"უხილავნი ჩვენს შორის"

30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა.

"რუსთაველის" მეტროსთან მოეწყო საჯარო არტ-ინსტალაცია "უხილავნი ჩვენს შორის"

ინსტალაციის მიზანი ადამიანით ვაჭრობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ინსტალაციაზე წარმოდგენილი ისტორიები ნამდვილი ადამიანების ამბებია.

ინსტალაცია პირველად უკრაინაში განთავსდა 2014-15 წლებში.

ინსტალაციაზე წარმოდგენილია ტრეფიკინგის მსხვერპლი 6 ქალის, 3 მამაკაცის და 4 ბავშვის რეალური ისტორიები.

აქციის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილი არტ-ინსტალაცია.