მომავალი C-ს გარეშე - ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი იწყება
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს, რომლის მიზანიც დაახლოებით 80 000-მდე ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობაა. პროგრამის დაწყებიდან გასული 3 წლის განმავლობაში მკურნალობა 50 000-მდე პაციენტმა დაასრულა. მათი განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს. 2020 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება, ამიტომ ხელისუფლებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დროულად მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამას.