საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის მეორე ეტაპი დაიწყო

2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 28 ივლისს, ჰეპატიტის საერთაშორისო, საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია - STOP C - დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან. საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მკურნალობა 43 861 პაციენტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98 %-ს შეადგენს.