ხაიშელები ხელისუფლებას დასაქმებას სთხოვენ
Your browser doesn’t support HTML5
ხაიშის მოსახლეობა დასაქმებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ხე-ტყის მოპოვება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 26 ივლისს, საპროტესტო აქცია მოჰყვა ხაიშში ფინანსური პოლიციის შესვლას, რომელიც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს ამოწმებდა. ხაიშელებმა გადაკეტილი გზა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. ადგილობრივები დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან, სოზარ სუბართან შეხვედრას ელიან.