ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ გუნდიდან და „ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და სწრაფი განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს“. პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი არ გამოჩნდება ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, მაშინ შესაძლებელია, რომ „ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი.“